logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თუ პრეზიდენტი უგულვებელყოფს ნახევარი მილიონი ადამიანის მოთხოვნას, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას
- +

9 აგვისტო. 2016. 13:31


„გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი", - ამის შესახებ ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


ბრეგაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნას და რეფერენდუმი დანიშნოს.


„ჩვენ ექსტრემალურ ვითარებაში გავიგეთ, რომ დაიგეგმა პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს ცნობილი მედიით გახდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაგვიკავშირდნენ. გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, ის არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი ან უცხო ქვეყნის გარკვეული წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა. თუ ის უგულვებელყოფს ნახევარი მილიონი ადამიანის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, დაკარგავს ლეგიტიმაციას. პრეზიდენტი შესაძლოა რიგ საკითხებში არ ეთანმხმებოდეს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ მან უნდა აღასრულოს მათი მოთხოვნა. მან გვერდით უნდა გადადოს პირადი ამბიციები, აუცილებლად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი. არანაირ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის ჩემი ან რომელიმე საინიციატივო ჯგუფის წევრის ახირება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა, რომელსაც მარგველაშვილმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ, კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვროს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner