logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეზე საქართველოს გამარჯვებაზე: სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, ასობით მტკიცებულება მოვაგროვეთ, რამაც მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში
- +

25 მარტი. 2022. 12:28

 

 

„ეს გადაწყვეტილება არის ქართული მხარის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. პროკურატურა და ჩვენი გამომძიებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში“, - ასე ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

 

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა საქმის მოსაგებად.

 

„ჩვენ მოვაგროვეთ ასობით მტკიცებულება, რომელიც წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოში და რომელმაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში და მე მინდა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივულოცო. ეს იყო იუსტიციის სამინისტრო რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, რა თქმა უნდა, ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner