ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობისთვის რისკებს ქმნის.
„ევროკავშირში გაწევრიანება პროცესია. არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი პროცედურა. ასე რომ მოვიქცეთ, გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურ პროცესად ვაქცევთ და ეს არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
მარკ რუტეს თქმით, უკრაინისათვის პრივილეგირებული როლის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით სერიოზულ იმედგაცრუებას გამოიწვევს სხვა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და რომელთაგან ზოგიერთი ამ პროცესში უფრო შორს წავიდა.
„პროცესის დაჩქარების რისკი ის არის, რომ დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობა შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს, რადგან არიან ქვეყნები, რომლებსაც ასევე სურთ გაწევრიანება: ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია“, - აღნიშნა მან.