logo_geo
eng_logo
აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ
- +

25 მარტი. 2022. 13:34

 

 

აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ.

 

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

 

შეთანხმება დღეს გამოცხადდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტის დროს. ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განიხილეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ახალი მხარდაჭერა შესთავაზეს კიევს.

 

რუსეთი ევროპის ენერგიის მთავარი მიმწოდებელია და უკრაინასთან რუსეთის ომმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის ფასების რეკორდულ ზრდას.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა ევროკავშირი დაედო პირობა, რომ წელს ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტისა და განახლებადი ენერგიის გაზრდის გზით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner