logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: სააკაშვილმა ოდესიდან შემომითვალა!...
- +

9 აგვისტო. 2016. 13:38


პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი „ასავალ-დასავალთან" მიხეილ სააკაშვილის მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. ჩიტიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ოდესიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდათ ჩიტიშვილისთვის ხელი შეეშალათ, რომ მისი ფიტული აღარ დაეწვათ.


შეგახსენებთ რომ, პარტია „ჩვენი სამშობლოს" წევრებმა ყოფილი პრეზიდენტის ფიტული „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური შტაბის წინ, კოლმეურნეობის მოედანზე და ბათუმში დაწვეს.


„სააკაშვილის ფიტულების დაწვა იმ უდიდესი სიძულვილის გამოხატულებაა, რასაც ამ მოღალატე და საქართველოს დამაქცევარი კაცის მიმართ მთელი საქართველო განიცდის! სააკაშვილს თითოეული ქართველის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი. სხვათაშორის, პირველად სააკაშვილის ფიტული ნაცების ცენტრალური შტაბის წინ, კოლმეურნეობის მოედანზე დავწვით და ამის შემყურე სააკაშვილის სექტის წევრებმა შენობის გარეთ ცხვირიც ვერ გამოყეს!

 

სააკაშვილმა ამ აქციის შემდეგ შემომითვალა - მეორედ მსგავსი რამის გაკეთება აღარ გამოგივათო! მიშამ ოდესიდან თავისი ნაცხროვის წევრებსა და აქტივისტებსაც მოუწოდა - როგორც კი ხელს არ შეუშლით და ჩიტიშვილი კიდევ ერთხელ დაწვავს ჩემს ფიტულს, ოდესიდან ჩამოვალ და სათითაოდ დაგწვავთო! ამ მუქარის მიუხედავად მთელმა ქვეყანამ ნახა ჩვენი პარტიის გამოსვლა ბათუმში, რომლსაც ყველა ეროვნების კეთილი ნების ადამიანი  შემოუერთდა და სააკაშვილის ფიტული ცეცხლს მისცა. დაგეგმილი გვაქვს დიდი აქცია უკრაინის საელჩოსთან... გვინდა, უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სააკაშვილისა და მისი ბანდის სახით ისინი ინახავენ და მფარველობენ კრიმინალებს, რომლებმაც საქართველო დაღუპეს",- განაცხადა ჩიტიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner