„უკრაინას პირველ რიგში სჭირდება იმედი, მეორე - სამხედრო დახმარება, რათა შეძლონ საკუთარი ქვეყნის დაცვა, მესამე - ჰუმანიტარული დახმარება, რათა გადარჩნენ“, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკა სერიოზული დარტყმის ქვეშაა,
„გადასახდელი აქვთ მაგალითად მილიონობით ადამიანისთვის პენსია, სოციალური დახმარება. ამ კრიტიკული მიმართულებითაც სჭირდება უკრაინას დახმარება. კიევთან მოლაპარაკებების შედეგად გვაქვს გეგმა სანქციების, თუ როგორ განვახორციელოთ რუსეთის შემდგომი იზოლაცია. საუბარია იმ პირებზე, ვინც ომის მანქანაზეა პასუხიმგებელი“, - განაცხადა იანეზ იანშამ.