„ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჯო ბაიდენთან შეხვედრა და დიდი შვიდეულის ფორმატი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის დასაჩქარებლად მათ პარტნიორები სჭირდებათ.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ენერგოდამოუკიდებლობის თემა. ეს არის ფუნდამენტურად კრიტიკული საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დღეს არ შესულა, მაგრამ ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის. ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჯო ბაიდენთან შეხვედრა და დიდი შვიდეულის ფორმატი, რადგან გვჭირდება პარტნიორები ამ საკითხის დასაჩქარებლად. ჩვენ დღეს დავადასტურებთ მზაობას, რომ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ კომისიასთან. ამ პროცესს აქვს გავლენა ჩვენზე, ვგულისხმობ ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის ზრდა. ესეც უნდა მივიღოთ მხედველობაში“, - განაცხადა მიშელმა.