„რუსეთის ავიაციის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.
მათივე თქმით, ოკუპანტები ვერც შენობის წინ წარწერამ „ბავშვები“ შეაჩერა. თეატრი, რომელსაც თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა, რუსეთმა 16 მარტს დაბომბა.