logo_geo
eng_logo
კრიშიანის კარინში: ჩვენ ზელენსკის დავუდასტურეთ მზადყოფნა, რომ ამ მძიმე წუთებში დავეხმარებით როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ასევე იარაღით
- +

25 მარტი. 2022. 15:19

 

 

„ჩვენ ზელენსკის დავუდასტურეთ მზადყოფნა, რომ ამ მძიმე წუთებში დავეხმარებით როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ასევე იარაღით“, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპის დემოკრატიული ქვეყნები ერთიანები არიან რუსეთის ქმედების დაგმობაში.

 

„ბაიდენთან შეხვედრა ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი იყო. ეს აჩვენებს დემოკრატიული ქვეყნების ერთობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ერთიანნი ვართ რუსეთის ქმედებების დაგმობაში, ვგმობთ არასამართლიან, სისხლიან და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. გვქონდა ზელენსკისთან საუბარი და დავუდასტურეთ მზადყოფნა, რომ მათ გვერდით ვართ ამ მძიმე წუთებში და დავეხმარებით როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ასევე იარაღით. უმნიშვნელოვანესია დამატებით რა ნაბიჯებს გადავდგამთ რუსული ეკონომიკის იზოლირებისთვის. ამ ენერგორესურსებიდან თავი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაღწიოთ“, - განაცხადა კარინშიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner