logo_geo
eng_logo
რა გეგმა ჰქონდა გიორგი პაპუაშვილს, რომელიც „სამარცხვინოდ ჩაიფუშა“?
- +

9 აგვისტო. 2016. 13:38


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „კვირა" წერს, რომ პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის  პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა.


„უკვე ცხადი ხდება, რომ გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამისთვის ბინძურ მეთოდებსაც არ ერიდება. თუმცა, დღემდე უშედეგოდ.

 

როგორც ჩანს, სქემა, რომელიც როგორც ღიად მიანიშნებენ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად დაიგეგმა მასშტაბური უნდა ყოფილიყო. თითქოს ყველაფერი ასეც დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი გააკეთებდა სრულიად ზოგადი ხასიათის სკანდალურ განცხადებას და აჰყვებოდა მას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

 

გათვლა მარტივი იყო: სკანდალური განცხადება, პლიუს ხმაური სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებიდან უდრის ხელისუფლების აფეთქებას.

 

თუმცა, ერთია გააკეთო სკანდალური ასაფეთქებელი მინა, მეორეა ის კარგად დაამაგრო ხელისუფლების კულისებში და შემდეგ აამოქმედო.

 

ყველაფრიდან ჩანდა, რომ პაპუაშვილს ნელი მოქმედების მინა ამოქმედებული ჰქონდა და ის, თითქოს, ასაფეთქებლადაც მზად იყო. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში გეგმამ არ იმუშავა და სქემა სამარცხვინოდ ჩაიფუშა", - წერს „კვირა".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner