„ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციას შედეგის მიღწევა არ უწერია, რადგან ეს არის ისტორიის ბნელი მხარე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციის მიზანია ერთი და ბანალური, რომ რამენაირად მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ჩამოშლა და ხელისუფლებაში მოსვლა. ამაზე ნებისმიერ ფასად არიან თანახმა. ეს არის მათი მიზანიც და სამოქმედო გეგმაც, რომელსაც, რა თქმა უნდა, შედეგის მიღწევა არ უწერია, რადგან არის ისტორიის ბნელი მხარე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.