logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
- +

25 მარტი. 2022. 15:49

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვასთვის“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე.

 

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში გამოხატავს.

 

„ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეული ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის კოორდინირებული და თანხმობაშია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ არის, რომ აშშ-ის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, უკრაინის საგარეო მინისტრმაც არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება და ძალიან მკაფიო პოზიცია მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში. გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილი, როგორმე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი დააზიანონ, თუმცა მინდა, მათ მივმართო, რომ ტყუილებით, მოკლევადიანი ეფექტებით საქართველოს წინსვლაზე და საქართველოს თანამშრომლობას დასავლეთთან ხელს ვერ შეუშლიან. ეს ომი აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner