logo_geo
eng_logo
პუტინმა ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

25 მარტი. 2022. 16:15

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ანატოლი ჩუბაისის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

„განკარგულებას ანატოლი ჩუბაისის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტმა უკვე ხელი მოაწერა“, - განაცხადა კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 

შეგახსენებთ, ჩუბაისი პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად 2020 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „როსნანოს“, სადაც ჯერ იყო გენერალური დირექტორი, შემდეგ კი სახელმწიფო კორპორაციის გამგეობის თავმჯდომარე. ის ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კორპორაციები Rosnanotech-სა და რუსეთის ერთიან ენერგეტიკულ სისტემას.

 

1990-იან წლებში ჩუბაისი იკავებდა მაღალ თანამდებობებს მთავრობაში, მათ შორის იყო პირველი ვიცე-პრემიერი და ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner