აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს საფეხბურთო კლუბის, ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ, ფეხბურთელებთან ერთად გააცნო.
„ვამაყობთ „დინამო ბათუმის“ წარმატებით. ჩემპიონი გუნდი შევქმენით ყველამ ერთად. ძალიან გამიხარდა ბათუმის „დინამოს“ დღევანდელი გადაწყვეტილება და ვეცდები ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ევროპაშიც ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდად გადავაქციოთ ბათუმის „დინამო“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის „დინამო“ წელს პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი. ასევე, 2022 წელს ბათუმის დინამომ სუპერთასის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.