„ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმაზე სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ამას რუსეთი მოისურვებდა“,- ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა.
მისი თქმით ყველა ქვეყანა თანახმაა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს დივერსიფიკაცია.
„ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმაზე სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ამას რუსეთი მოისურვებდა. ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად. ამ თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც ვესაუბრეთ. არ არსებობს ორგანიზაციის ისეთი წევრი, რომელიც წინააღმდეგი იყოს, რომ დივერსიფიკაცია ძალიან სწრაფად მოხდეს, მაგრამ განსხვავებაა იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ქვეყანა რამდენად არის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული. ჩვენ ვთანხმდებით ყველა, რომ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა იანეზ იანშამ.