logo_geo
eng_logo
მიშელ მარტინი: ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ევროპის უნივერსალურ ღირებულებებს, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, უკრაინის ხალხს და მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი ქვეყანა
- +

25 მარტი. 2022. 17:55

 

 

„ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ევროპის უნივერსალურ ღირებულებებს, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, უკრაინის ხალხს და მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი ქვეყანა“, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ირლანდიის წარმომადგენელმა მიშელ მარტინმა განაცხადა.

 

„გუშინ ერთობის უპრეცედენტო მაგალითი ვაჩვენეთ. ერთად ვართ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ერთ აზრზე მყოფი დემოკრატიები. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ევროპის უნივერსალურ ღირებულებებს, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, უკრაინის ხალხს და მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ყველა ერთად ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეტევას უკრაინაზე. პრეზიდენტ ბაიდენთან ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ მიმდინარე სიტუაციაზე. ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვა, განსაკუთრებით ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადამიხადა მხარდაჭერისთვის და მათ შორის მათი აპლიკაციის მიმართ. დღეს ენერგოდამოკიდებულებებზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ჩვენს წინაშე არსებული ძალიან დიდი გამოწვევაა“,- აღნიშნა მიშელ მარტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner