logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენ გვინდა მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება
- +

25 მარტი. 2022. 17:58

 

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, მტკიცე პოლიტიკური ნება და მტკიცე პოლიტიკა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენ გვინდა მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც მართლა ომი იყო საქართველოში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიატოვა საკუთარი ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე.

 

„ეს ადამიანები პირდაპირ ქადაგებენ ომს. თავის დროზე, როდესაც მართლა ომი იყო ამ ქვეყანაში მიატოვეს საკუთარი ჯარი, საკუთარი მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, ჩააბარეს ასობით სოფელი რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს. დღეს, მართლა რომ ომი ყოფილიყო, მერწმუნეთ, რომ პირველები ისევ ესენი იქნებიან, ვინც გაიქცევიან და მიატოვებენ საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს.

 

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, მტკიცე პოლიტიკური ნება და მტკიცე პოლიტიკა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთოს ომში, ჩვენ გვინდა მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცება. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ისევე, როგორც დღეს მთელი დასავლეთი დგას ამ პოზიციაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ ომის პარტიის ერთადერთი სურვილია ქვეყანა ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner