logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: როგორც ჩანს, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს
- +

25 მარტი. 2022. 18:15

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

 

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების ექვსი თემაა, მათ შორის, როგორც ჩანს, ოთხ საკითხზე ურთიერთგაგება მიღწეულია. თავდაპირველად, უკრაინა ჩამოკიდებული იყო ამ საკითხზე, თუმცა მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა, უარი თქვას NATO-ს წევრობაზე. კიდევ ერთი საკითხია, რომელიც რუსულის ოფიციალურ ენად მიღებას ეხება. ეს ზელენსკიმაც აღიარა. რუსული არის ენა, რომელზეც თითქმის ყველგან საუბრობენ უკრაინაში. არც ამ საკითხზეა პრობლემა“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner