პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს ერთობაზე ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, ყველასგან დაუფარავად, საზღვარგარეთ თუ საქართველოში ხმამაღლა ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„თუ კონკრეტულ რეზოლუციას და გამაერთიანებელი სულისკვეთების დოკუმენტს ყველა მხარს უჭერს, ესე იგი ამ მიმართულებით ყველა ერთნი ვართ, მაგრამ მავნებლობა და ფარისევლობაც აღარ არის, უფრო მეტი, მტრობაა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს ერთობაზე ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, ყველასგან დაუფარავად, საზღვარგარეთ თუ საქართველოში ხმამაღლა ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას, რძეს აწვდის რუსეთს, შავ ხვრელებს აჩენს და ა.შ. მერე აქეთ შემოგიტრიალდებიან და გულუბრყვილო სახით გეუბნებიან, რომ ჩვენი ბრიუსელმა ჩვენი ერთობა მოითხოვა. თუ ამ ერთობის დემონსტრირება უნდათ ბრიუსელში, მაშინ იქაც ისე ილაპარაკონ, რასაც აქ პოპულისტური აზრების გასავრცელებლად ამბობენ“, - აცხადებს ვოლსკი.