თვითმფრინავის ავარიული დაშვების გამო, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა.
პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში მიფრინავდა, სადაც ჯო ბაიდენი დღეს ჩაფრინდა. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ვარშავაში დაბრუნება მოუწია.
ქალაქი ჟეშუვი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ჟეშუვში, ჯო ბაიდენი უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ანჯეი დუდა ჟეშუვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრება.