logo_geo
eng_logo
თვითმფრინავის ავარიული დაშვების გამო, პოლონეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშუვში ვერ შეხვდა
- +

25 მარტი. 2022. 19:32

თვითმფრინავის ავარიული დაშვების გამო, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა.

 

პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში მიფრინავდა, სადაც ჯო ბაიდენი დღეს ჩაფრინდა. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ვარშავაში დაბრუნება მოუწია.

 

ქალაქი ჟეშუვი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ჟეშუვში, ჯო ბაიდენი უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

 

პოლონური მედიის ინფორმაციით, ანჯეი დუდა ჟეშუვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner