logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით მაღალი ეშელონებიდან - არ გრცხვენიათ?
- +

25 მარტი. 2022. 20:05

 

 

„წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად - საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ - არ გრცხვენიათ?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.

 

„უკრაინა - წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე „გასკოჩილ“, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ „აქათამებდნენ“ - მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძე - „პოლიტიკური ნიშნით დევნილი“ თურმე... არ გრცხვენიათ???

 

საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი „მართლმსაჯულების“ გამპრავებლად - არ გრცხვენიათ?

 

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად - საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ - არ გრცხვენიათ?

 

საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ - არ გრცხვენიათ?

 

საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული - არ გრცხვენიათ?

 

ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner