კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის მხარს უჭერს რუსეთის გარიცხვას G20-ის ჯგუფიდან უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის შეხედულება არის ის, რომ ეს რუსეთისთვის დამღუპველი არ იქნება.
„დიდი ოცეულის“ ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, არაფერი საშინელი არ მოხდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.