logo_geo
eng_logo
ერაყი აშშ-სგან 4 გამანადგურებელ F-16-ს მიიღებს
- +

9 აგვისტო. 2016. 14:17


ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ტახსინ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ერაყი აშშ-სგან ახალ ოთხ გამანადგურებელ F-16-ს მიიღებს -წერს Associated Press-ი.


იბრაჰიმის თქმით, ახალი გამანადგურებლები ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას გააძლიერებს.


მან აღნიშნა, რომ ახალი 4 გამანადგურებლის შემდეგ, ერაყს სულ რვა F-16 ეყოლება.


დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ერაყში დამატებით 400 სპეცრაზმელს გაუშვებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner