ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ტახსინ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ერაყი აშშ-სგან ახალ ოთხ გამანადგურებელ F-16-ს მიიღებს -წერს Associated Press-ი.
იბრაჰიმის თქმით, ახალი გამანადგურებლები ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას გააძლიერებს.
მან აღნიშნა, რომ ახალი 4 გამანადგურებლის შემდეგ, ერაყს სულ რვა F-16 ეყოლება.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ერაყში დამატებით 400 სპეცრაზმელს გაუშვებს.