logo_geo
eng_logo
კულება: ერდოღანის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს
- +

25 მარტი. 2022. 20:47

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენები მოლაპარაკებების ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს.

„თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში. ზოგადად, არასწორია მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან მეტ რიცხვად დაყოფა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, მოლაპარაკებებზე დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საკითხი განიხილება და უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში ექვსიდან ოთხ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner