logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: საჭიროა დემოკრატიების გაერთიანება ჩვენს ძალისხმევაში, შევამციროთ ნგრევა, რაც იმ ადამიანის გამო ხდება, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ომის დამნაშავეა
- +

25 მარტი. 2022. 21:45

 

 

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეამსუბუქებს მილიონობით უკრაინელის ტანჯვას, რომლებიც დევნილები გახდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავიდანვე შეგვიძლია გავაკეთოთ, დემოკრატიების გაერთიანებაა ჩვენს ძალისხმევაში, შევამციროთ ნგრევა, რაც იმ ადამიანის გამო ხდება, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ომის დამნაშავეა. ვფიქრობ, რომ ის ასევე დააკმაყოფილებს ამის სამართლებრივ განმარტებას“, - აღმიშნა ჯო ბაიდენმა.

 

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა აღბნიშნა, რომ ის აფასებს პოლონეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ათი მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა, მათ შორის 3.8 მილიონი ადამიანი სხვა ქვეყნებში გაიქცა. ლტოლვილთა დიდი ნაწილი პოლონეთში გადავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner