ფრანგმა სამართალდამცველებმა 16 წლის გოგონა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ამბოხებას ამზადებდა.
„ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდი რამდენიმე დღის წინ ქალაქ მელენში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდა ISIS -ის წევრებს პროპაგანდისტურ წერილებს უგზავნიდა, დაჯგუფებას თავდასხმების სერიის მოწყობისკენ მოუწოდებდა და ერთ-ერთი ტერაქტის შესრულებაში მონაწილეობას სთხოვდა.
პროკურატურამ მოზარდს ტერორისტებთან შეთქმულებისა და ტერაქტის მოწყობის წახალისების ბრალი წაუყენა.