logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია
- +

25 მარტი. 2022. 22:19

 

 

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის - პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“- ის ეთერში.

 

მისი თქმით, როცა პოლიტიკაზეა საუბარი, იქ ყველაზე მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.

 

„ჩვენ გვახსოვს „გაბედული და თამამი გადაწყვეტილებები“ 90-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ მეორე დღეს როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი, 2 წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80 პროცენტი და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3 წლიანი ისტორია არის იმის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეგიძლია მიგიყვანოს. სხვა ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული 90-იან წლებში და მომდევნო დეკადაში. და ჩვენ ვამბობთ რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის - პრაგმატული, კარგად გააზრებული რაციონალური პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner