logo_geo
eng_logo
CNN: პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს
- +

25 მარტი. 2022. 22:29

 

 

რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-მა დააფიქსირა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული რაოდენობის რუსი სამხედროების გადაადგილება, თუმცა პენტაგონში ზუსტ რაოდენობას ვერ აზუსტებენ.

„ახლა გვაქვს იმის მინიშნებები, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინაში ძალების გადასროლა ხდება“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ისინი ძალების გადასროლას საჰაერო სივრცის გამოყენებით არ აფიქსირებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner