საფრანგეთს სურს, საბერძნეთსა და თურქეთთან ერთად უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია განახორციელოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მარიუპოლში უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ ოპერაციას ვიწყებთ. ეს ოპერაცია თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად ჩატარდება და მისი მიზანი მარიუპოლიდან ყველა მსურველის ევაკუაცია იქნება. ყველაფერი საუკეთესო დონეზე იქნება განხორციელებული. გვქონდა კონკრეტული საუბარი მარიუპოლის მერთან. უახლოეს 48 საათში ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ვისაუბრებ“, - აცხადებს მაკრონი.