logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ელჩების არდანიშვნით
- +

25 მარტი. 2022. 23:51

 

 

„ყველამ იცის საპარლამენტო სისტემაში, რომ ვისაც წარადგენს მთავრობა იმას სიმბოლურად ნიშნავს პრეზიდენტი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პოსტვ“-ის ეთერში.

 

მისი თქმით, აქ არის ერთადერთი ორგანო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია განმარტოს ეს უმარტივესი ჭეშმარიტება და სწორედ ამ მიზნით შედის სამთავრობო სარჩელი.

 

„კანონში იყო გარკვეული დაზუსტება შესატანი, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად პროცედურულ მხარეს. ძალიან მარტივი შემთხვევაა, ელჩებთან დაკავშირებით შედის სამთავრობო სარჩელი. იყო სპეკულაციები, თითქოს ვიღაცას უნდა პრეზიდენტი დასაჯოს, რეპრესიული მექანიზმები და ა.შ. სინამდვილეში შედის სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეფასდეს, არავითარი არც სანქცია, არც სასჯელი, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ შეაფასებს, დაირღვა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ელჩების არდანიშვნით. აქაც მარტივი შემთხვევაა, ყველამ იცის საპარლამენტო სისტემაში, რომ ვისაც წარადგენს მთავრობა იმას სიმბოლურად ნიშნავს პრეზიდენტი, ეს იცის გერმანიის პრეზიდენტმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, ირლანდიამ, ავსტრიამ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ესპანეთის მეფემ და ა.შ. ყველამ იცის, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში და მონარქიაში, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არ ვიცით საქართველოში. შესაბამისად, აქ არის ერთადერთი ორგანო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია განმარტოს ეს უმარტივესი ჭეშმარიტება და სწორედ ამ მიზნით შედის სამთავრობო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner