უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ოფიციალური კიევი ნატოს საგანგებო სამიტის შედეგებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ველოდით უფრო მეტ სიმამაცეს და მტკიცე გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ერმაკმა ატლანტიკურ საბჭოსთან ვიდეოკონფერენციის დროს.
მისივე თქმით, უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის ცის ჩაკეტვაზე შეთანხმდებოდნენ ან უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწოდებდა.