logo_geo
eng_logo
ბრაზილიას რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დამყარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს
- +

26 მარტი. 2022. 10:10

 

 

„ბრაზილიას შეუძლია რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დამყარებაში საკუთარი წვლილის შეტანა“, - ამის შესახებ CNN Brasil-თან ინტერვიუში ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლუს ფრანსამ განაცხადა.

 

„კონფლიქტის მიმდინარეობის წერტილიდან საკმაოდ შორს ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრაზილიას, მისი გაწონასწორებული პოზიციისა და გაეროში კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგის წარმართვა უფრო გაუადვილდებოდა“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.

 

მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ბრაზილიამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს. გაეროში ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner