უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს, რადგანაც ეს ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იქნება.
მისივე თქმით, უნგრეთი უკრაინას არც თავდაცვითი იარაღით მოამარაგებს, რადგანაც რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვა არ სურს.