logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია
- +

26 მარტი. 2022. 10:36

 

 

უკრაინაში საომარი მოქმედებების ერთი თვის თავზე რუსეთი აცხადებს, რომ „სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგანგებო განცხადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა.

 

სერგეი რუდსკოის თქმით, უკრაინის საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას იძლევა, ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე – დონბასის გათავისუფლებაზე- მოხდეს.

 

მისივე განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს ქალაქები კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი, სრულად აკონტროლებენ ხერსონის ოლქს და ზაპოროჟიეს ოლქის დიდ ნაწილს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner