logo_geo
eng_logo
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: ძალიან სამწუხაროა, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის ახლა უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია
- +

26 მარტი. 2022. 10:51

 

 

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ჯგუფის“ თავდაცვის მინისტრების სამიტზე პროტესტის ნიშნად არ ჩავა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

 

ჩერნოხოვამ ​რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია გააკრიტიკა.

 

„მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრადის ჯგუფს“ და ძალიან სამწუხაროა, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის ახლა უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია“, - წერს ჩერნოხოვა.

 

​„ვიშეგრადის ჯგუფის“ შემადგენლობაში უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი შედიან. სლოვაკეთისა და პოლონეთის პოზიცია სამიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner