ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ჯგუფის“ თავდაცვის მინისტრების სამიტზე პროტესტის ნიშნად არ ჩავა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
ჩერნოხოვამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია გააკრიტიკა.
„მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრადის ჯგუფს“ და ძალიან სამწუხაროა, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის ახლა უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია“, - წერს ჩერნოხოვა.
„ვიშეგრადის ჯგუფის“ შემადგენლობაში უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი შედიან. სლოვაკეთისა და პოლონეთის პოზიცია სამიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.