logo_geo
eng_logo
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 836 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%
- +

26 მარტი. 2022. 10:56

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 836 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 309 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 658 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 645 959-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.7% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 615 166-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 704 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 46, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 357, აჭარაში - 53, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში - 105, აჭარაში - 30, იმერეთში - 27. 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner