logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილის მეუღლე: არც გამოძიებასთან მაქვს პრეტენზიები და არც მუქარა იყო სინამდვილეში სახიფათო
- +

9 აგვისტო. 2016. 14:38


„როგორც იურისტს, საკუთარი ოჯახის უფლებებისა და ღირსების დაცვა გამოძიების ან სასამართლოს გზით არ უცდია",- წერს საინფორმაციო  სააგენტო „კვირა" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირები, რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.


ასევე სააგენტო გიორგი პაპუაშვილის ცოლის თეა ხოფერიას განცხადებას იხსენებს, რომელმაც ჟუნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა, რადგან ეს ამბავი მას არ გაუხმაურებია.  


„ერთხელ პაპუაშვილმა პანიკური ხასიათის განცხადება გააკეთა. მან თქვა: ჩემი ოჯახის წევრებს ემუქრებიანო.

 

თუმცა, მას, როგორც იურისტს, საკუთარი ოჯახის უფლებებისა და ღირსების დაცვა გამოძიების ან სასამართლოს გზით არ უცდია. სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და გამოძიება აქტიურად დაიწყეს. დაიკითხნენ გიორგი პაპუაშვილი და მისი მეუღლე, რომლის ტელეფონზეც განხორციელდა ეს მუქარანარევი ზარი.

 

დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პირი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრს ემუქრებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე იმ მემწვანილის ცოლია, რომელიც მათ ეზოში მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის.

 

 

სარხან ისმაილოვთან დაკავშირება ვერ შევძელით, მობილური გათიშული აქვს, თუმცა, გიორგი პაპუაშვილის მეუღლემ მაშინ განაცხადა, რომ თავიდან მას არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ გარკვეული დეტალები მედიისთვის ცნობილი იყო, დაადასტურა, რომ გამოძიება ბოსტნეულის გამყიდველის ოჯახზე გავიდა, ამიტომაც აღნიშნა, რომ არც გამოძიებასთან აქვს რაიმე კითხვები და პრეტენზიები და არც მუქარა იყო სინამდვილეში საშიში და სახიფათო.

 

გიორგი პაპუაშვილის ცოლმა თეა ხოფერიამ მაშინ ერთ -ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში მხოლოდ ის თქვა რომ საუაბრი ამ თემაზე არ სურს:

 

- ამ თემაზე საუბრის სურვილი არ მაქვს, უკაცრავად... ეს ამბავი მე არ გამიხმაურებია, ამის სურვილი არც ერთ ეტაპზე არ მქონია...", - წერს სააგენტო. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner