„რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს, ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება NATO-ს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით NATO ვირეშმაკობსო, მერე ქართველი ნაცებით გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ „NATO” იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას“.
„ამდენი მაგინებელი თუ ჰყავდა NATO-ს მართლა არ მეგონა! ჩუმი მაგინებელი, შეპარვით და "ტექნიკურად" კრიტიკოსები, თან სად უკრაინაში და საქართველოში! უკრაინაში გასაგებია, იმედები გაუცრუვდათ და მგონი ნეიტრალიტეტზეც თანხმდებიან. მაგრამ საქართველოში? ნახეთ ვინ იგესლება NATO-ზე? დიდი პროდასავლური და დემოკრატიის იდეების "დამცველი" ნიკა გვარამია! NATO თვითონ არ იბრძვის, მაგრამ უკრაინელების ხელით ეომება რუსეთსო?! NATO-მ თავისი გამარჯვებისთვის უკრაინელი ხალხი გაწირაო! ხედავ ეს NATO ვინ ყოფილაო?! ეს რომ ახლა ვინმეს ხელისუფლებიდან ეთქვა, ან რომელიმე ექსპერტს თავის მოსაზრებად დაეწერა მინიმუმ პუტინთან თუ არა შოიგუსთან შეთანხმებულ აზრად წარმოაჩენდა პირადად ნიკა გვარამია. არა და რასაც ის თავის ე წ. ანალიზში წარმოგვიდგენს ნაცების იდეოლოგი, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და მოსაზრება NATO-ს შესახებ. ისე რა გვიკვირს, ხან სააკაშვილი წამოსწევს თემებს აქეთ ნეიტრალიტეტიო, იქით NATO ვირეშმაკობსო, მერე ქართველი ნაცებით გარშემორტყმული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვიბრუნდებიან და უღირსი სიტყვებით გვამუნათებენ. ერთი რამ კი ცხადია, ნაცებს კუდი ყველგან უჩანთ ხოლმე თან თუ რუსული ნარატივიცაა უფრო ხილული ხდება“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.