logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა თელავში
- +

26 მარტი. 2022. 13:29

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველმოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან ერთად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენთეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, გოგი გეგეჭკორი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრისსახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თეატრის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. კულტურის მინისტრი თითოეული სამხატვრო ხელმძღვანელისგან პირადად გაეცნო მის თეატრში არსებულპრობლემებს და მოცემული პრობლემების გადაჭრაზე იმსჯელა, მათ შორის სამინისტროს მხარდაჭერით. ერთ-ერთისაკითხი, რაზეც შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა, არის თეატრების საკუთარი შემოსავლების განაწილება მათივესაჭიროებებზე და შემოსავლების პოტენციური წყაროების გაჩენა იმ მიზნით, რომ თეატრი არ იყოს დამოკიდებულისახელმწიფოზე და შემოქმედებითად განვითარება შეძლოს.

 

ასევე, შეხვედრაზე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად მსჯელობაგაიმართა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეფორმაზე, რათა სასწავლებლებმა გამოუშვან ისეთიპროფესიების კადრები და იმ რაოდენობის, რაც ქართულ ბაზარს სჭირდება.

 

თელავში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაესწრო სიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სპექტაკლს „როცა ძალიანმოგენატრები“ და თეატრის დასს შეხვდა.

 

ერთმოქმედებიანი დრამა „როცა ძალიან მოგენატრები“ თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრისერთობლივი სპექტაკლია, რომელიც რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა მწერლისა და დრამატურგისირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის მიხედვით.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე და თელავის თეატრის სამხატვროხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი. მხატვარი - მირიან შველიძე. მუსიკალური გაფორმება - ავთანდილ ვარსიმაშვილი.

 

პიესაში გადმოცემულია მამა-შვილის ურთიერთობა მძიმე სოციალური და ეკონომიური პრობლემების ფონზე. სპექტაკლი სევდიანი ფსიქოლოგიური კომედიაა, თუმცა სრულდება ოპტიმისტურად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner