„გიორგი პაპუაშვილმა ცეცხლთან თამაში 21 ივლისს დაიწყო ცნობილი სკანდალური ბრიფინგით",- წერს საინფორმაციო სააგენტო „კვირა" საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, პაპუაშვილმა აიყოლია ოპოზიციაში გასული ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ლიდერები და შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის.
„ყოველ ჯერზე იყო მოლოდინი, რომ გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებებს უკმაყოფილების ტალღა მოჰყვებოდა. ის იტყოდა და ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც მაშინვე იწყებდა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, უმოქმედობაში ადანაშაულებდა პროკურატურას.
თუმცა, გამოძიების შემდეგ, როცა ირკვეოდა რომ პაპუაშვილმა იცრუა, მათი მხრიდან რეაგირება აღარ ხდებოდა. ისინი ისევ მზად იყვნენ აყოლოდენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პროვოკაცუილ განცხადებებს.
ყველაზე ხმაურიანი მაინც მისი ბოლო განცხადება აღმოჩნდა. გიორგი პაპუაშვილმა ამჯერად განაცხადა რომ ზეწოლა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე გარკვეული საქმეების ფარგლებში. მას არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია და სხვა არაფერი დაუკონკრეტებია, არც მოსამართლე დაასახელა, ვისაც ხელისუფლება აშანტაჟებდა და არც ის საქმე რის გამოც ხდებოდა ზეწოლა.
საქმის პოლიტიკური მოხაზულობა ასეთია: ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩივის - ხელისუფლება მოსამართლეებს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებსო, მეორე მხრივ კი, თვითონ გვევლინება ზეწოლის ავტორად...
უფრო მეტი სიცხადისთვის: გიორგი პაპუაშვილმა ცეცხლთან თამაში 21 ივლისს დაიწყო ცნობილი სკანდალური ბრიფინგით. აიყოლია ოპოზიციაში გასული ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ლიდერები და შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის... ეს, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორების ყურების გასაგონად",- წერს სააგენტო.