„გლავკანალის" ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა: "ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას". რა გამოდის - იმდენი ბავშვი დაიხოცება უკრაინაში, რამდენიც ეს ნატოს დასჭირდება? ანუ გვარამიას აღქმით, ნატო ჯალათია?“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას.
მისი თქმით საინტერესოა, ცალკეულ კრიტიკოს ევროპარლამენტარებსა თუ ცალკეულ უკრაინელ ჩინოსნებს თუ მიეწოდა ეს სიბინძურე?
„კრემლს ჰყავს დესტრუქციული ტელეპროპაგანდისტი ვლადიმერ რუდოლფოვიჩ სოლოვიოვი, ხოლო სააკაშვილის მეხუთე კოლონას - ნიკა გვარამია. ხსენებული რუსი "ჟურნალისტი" დაუფარავი ანტინატოელია, ხოლო "ნაცების" ტელერუპორისტს ლატენტურ ანტინატოელს ვეღარ უწოდებ, ნიღაბი ჩამოხსნილია. "გლავკანალის" ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა: "ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას". რა გამოდის - იმდენი ბავშვი დაიხოცება უკრაინაში, რამდენიც ეს ნატოს დასჭირდება? ანუ გვარამიას აღქმით, ნატო ჯალათია? საინტერესოა, ცალკეულ კრიტიკოს ევროპარლამენტარებსა თუ ცალკეულ უკრაინელ ჩინოსნებს თუ მიეწოდა ეს სიბინძურე?“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.