რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი.
დიმიტრი მედვედევის თქმით, ეს შეიძლება ოთხ შემთხვევაში მოხდეს.
„არავის სურს ომი, მით უმეტეს ბირთვული ომი, რაც მთელ კაცობრიობას დაემუქრებოდა. თუმცა, ბირთვული კონფლიქტის საფრთხე ყოველთვის არსებობს. ოთხივე შემთხვევა, როდესაც რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია, გაწერილია პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ შესაბამის დოკუმენტში. პირველი - სიტუაცია, როდესაც რუსეთზე მიტანილია სარაკეტო იერიში ბირთვული იარაღის გამოყენებით. მეორე - ბირთვული იარაღის ნებისმიერ სხვა გამოყენება რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. მესამე - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რაც ბირთვული შეკავების ძალების პარალიზებას მოახდენდა. მეოთხე - აგრესიის აქტი რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლის გამოც ქვეყნის არსებობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ბოლო, მეოთხე შემთხვევა ითვალისწინებს პასუხს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ იყო გამოყენებული.