logo_geo
eng_logo
ანდრეი კასიანოვი: ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის
- +

26 მარტი. 2022. 14:20

 

 

„რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა, ანდრეი კასიანოვმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან. დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების - „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია“ და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის.

 

საქართველო არა მარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის.

 

რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner