საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან შეხვედრა გაიმართა.
ანდრეი კასიანოვს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, კიევის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობებში არაკეთილმოსურნეებმა პროვოკაციული ქმედებებით ზიანის მიტანა ვერ შეძლონ.
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სრულად გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, რასაც ადგილი აქვს საქართველოს მხრიდან.