logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა
- +

26 მარტი. 2022. 14:43

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

ამ მიზნით იგი ჯერ ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დავით რატიანის ცხედარია დასვენებული. შემდეგ კი იგი თემქაზე, მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაშია იმყოფებოდა, სადაც ასევე გიორგი ბერიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

დავით რატიანსა და გიორგი ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მათი ცხედრები თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს.

 

დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა.

 

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner