logo_geo
eng_logo
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა
- +

26 მარტი. 2022. 16:24

 

 

უკრაინაში, ქალაქ ირპენში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. ცნობილია გარდაცვლილის ვინაობაც.

 

უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია ამ ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

 

მანამდე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სამი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და ბახვა ჩიქობავა დაიღუპნენ. ორი მათგანი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა. მისი გადმოსვენება ამ ეტაპზე ქალაქში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner