logo_geo
eng_logo
გიორგი ზაქარაშვილი: ირპენთან დაღუპული საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად დაწყებული გვაქვს ყველა შესაბამისი მოქმედება
- +

26 მარტი. 2022. 17:26

 

 

„უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილის თანამებრძოლებისგან მივიღეთ“, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

 

ელჩმა თავი შეიკავა, ამ ეტაპზე დაესახელებინა გარდაცვლილის სახელი და გვარი.

 

„ირპენთან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე. მისი ცხედარი კიევში, პროზექტურაშია გადასვენებული და ჩვენ დაწყებული გვაქვს ყველა შესაბამისი მოქმედება გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსასვენებლად“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

უკრაინაში, ქალაქ ირპენში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner